პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის მონაწილეები იკვლევენ ზღაპრების წარმოშობის ისტორიას.გამოკითხვით ადგენენ თუ როდის შეიქმნა პირველი ზღაპრები.ვინ იყვნენ მათი ავტორები. სად შეიქმნა პირველი ლიტერატურული ზღაპრები.მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები ლიტერატურული ზღაპრებიდან შეისწავლიან რამოდენიმე ზღაპარს:"სამი გოჭი","წითელქუდა","ბურატინო" და შემდეგ.
გამოიკვლევენ ამ ზღაპრების წარმოშობის ისტორია,რომელ ქვეყნებში შეიქმნენ.ამ ზღაპრების რამდენი შესაძლო ვარიანტი არსებობს.შეაგროვებენ ფოტომასალას და მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
მოსწავლეები შექმნიან ,შეადგენენ წიგნს.დადგავენ სპექტაკლს.შექმნიან აფიშას.
მოსწავლეების ასაკი:5-7 წელი
ვადების ხანგრძლივობა:სასწავლო წლის ნებისმიერი ერთი თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
კვლევა.დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე.ნამუშევრების განთავსება ბლოგში.ზღაპრების წიგნის ელექტრო ვერსიის შექმნა.სპექტაკლის დადგმა.აფიშის შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
ზღაპრების წიგნის ელექტრონული ვერსია.დადგავენ სპექტაკლებს და შექმნიან აფისებს.გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ–ჩვევებს.შექმნიან საინტერესო პრეზენტაციებს.გახდებიან მაძიებლები და მკვლევარები.
სარგებელი სხვისთვის:
ზღაპრების წიგნის ელექტრონული ვერსია,რომელსაც შექმნიან პროექტში მონაწილე მოსწავლეები.
დადგავენ სპექტაკლებს.
სამუშაო ენა:ქართული და რუსული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფეფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტში მონაწილე მოსწავლეები გაიმჯობესებენ უნარებს ქართულ ენასი(შეისწავლიან ხალხურ და ლიტერატურულ ზღაპრებს).
ხელოვნებაში(ქმნიან სპექტაკლებს,ზღაპრების წიგნს,აფიშას).
პროექტის ფასილიტატორი:ეკა ესებუა.
პროექტის ფასილიტატორის ელექტრონული მისამართი:ekaesebua.40@gmail.com
воскресенье, 25 апреля 2010 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)